ახალი ამბები

შსს-მ იარაღის უკანონო შენახვისა და პირუტყვის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

11 მაისი, 2019 •
შსს-მ იარაღის უკანონო შენახვისა და პირუტყვის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჩხოროწყუსა და მარტვილის პოლიციამ 1952 წელს დაბადებული პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ის წარსუშლი ნასამართლევია.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღსა და საბრძოლო მასალას შორისაა:

“მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა”.

უწყების თანახმად, პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ნაგებობაში დაკავებულის მიერ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა.

“ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს”, – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ორი მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი