ახალი ამბები

კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა

10 მაისი, 2019 • 865
კახა კალაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, 6 მაისს პარტიას 50 000 ლარი შესწირა.

„ოცნებას“ მაისის თვეში— პრველიდან 5 მაისის ჩათვლით – სხვადასხვა ადამიანებმა და კომპანიებმა 530 000 ლარი შესწირეს.

რაც შეეხება აპრილს,  „ქართულ ოცნებას“ პირველიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში 638 500 ლარი შესწირეს — ყველაზე მეტი თანხა პოლიტიკურ პარტიებს შორის.

პარტიების შემოწირულობები 2019 წლსი აპრილში. სქრინშოტი: აუდიტის სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი