ახალი ამბები

როენა ხუცურაულს 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

10 მაისი, 2019 • 1003
როენა ხუცურაულს 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

სასამართლომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო “მამიდის” მფლობელს, როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა თავდაპირველად ხუცურაულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ შუამდგომლობა შეცვალა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს.

ამავე თემაზე:

პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი