თიბილოვის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნები ორივე რესპუბლიკაში ჩატარდა, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთიდან.
“ჩვენ დავინახეთ, როგორი აქტივობა გამოიჩნეს ორივე რესპუბლიკის მოქალაქეებმა ამ არჩევნებზე. მე ტელეფონით ველაპარაკე ჩვენი პარლამენტის სპიკერს, რომელმაც დაადასტურა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა”, – აცხადებს თიბილოვი.
თიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი კვლავ აგრძელებს დაახლოების პოლიტიკას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან, რომელთა დამოუკიდებლობაც სამხრეთ ოსეთმა ივნისში აღიარა.
“ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესს ჩვენ მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. ეს არის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მყარი პოზიცია”, – განაცხადა თიბილოვმა
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |