ახალი ამბები

ნინოწმინდაში 9 მაისს ბავშვებს საბჭოთა ჰიტი День Победы ამღერეს

9 მაისი, 2019 • 1475
ნინოწმინდაში 9 მაისს ბავშვებს საბჭოთა ჰიტი День Победы ამღერეს

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ნინოწმინდაში სკოლის მოსწავლეებს საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიოს ომის აღსანიშნავად დაწერილი სიმღერა День Победы (დღე გამარჯვებისა) ამღერეს.

ღონისძიების ამსახველი კადრები ტელეკომპანია რუსთავი2-მა გაავრცელა. ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ემზელ მკოიანი, რომელმაც, არხის ცნობით, განაცხადა:

„კონცერტი უბრალო ხალხის ორგანიზებულია. ამ ბავშვებს მშვიდობა უნდათ, ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია. თვითონ აარჩიეს თუ არა, არ ვიცი, მე ხომ ორგანიზატორი არ ვარ, მე ვერ ავუკრძალავ ხალხს, რა იმღეროს“.

День Победы-ის მუსიკა დავიდ ტუხმანოვს ეკუთვნის, ტექსტი — ვლადიმერ ხარიტონოვს. სიმღერა II მსოფლიო ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, 1975 წელს დაიწერა. სსრკ-ში სიმღერა მალევე იქცა ჰიტად. ამ სიმღერას ხშირად ასრულებენ ხოლმე გამარჯვების დღის აღსანიშნავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი