მკვდართა დღე 2008 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. იგი ყოველი წლის 31 დეკემბერს აღინიშნება. მექსიკაში მკვდართა დღე ეროვნულ დღესასწაულადაა გამოცხადებული.

 

იუნეკოს მიხედვით, დღესასწაული, რომელიც ამერიკის კოლონიზაციამდელი მოსახლეობის, ინდიელების, ტრადიციიდან იღებს სათავეს, ინახავს რწმენას გარადცცვლილთა სულების დედამიწაზე დროებით დაბრუნების შესახებ. დაბრუნებულ მმიცვალებულებს კი ცოცხლები პატივით ხვდებოდნენ.

უინესკოს ცნობით, მოზეიემეები მკვდრებს ხვდებიან ყვავილებითა და სანთლებით, ამზადებენ ოჯახურ სადილებს, განსაკუთრებით იმ კერძებს, რომლებიც გარდაცვლილებს უყვარდათ.

დღესასწაულის კარგად მომზადებას მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მათ სჯეროდათ, რომ მკვდრებს ბედნიერების მოტანა (მაგალითად სიმინდის კარგი მოსავალი) შეეძლოთ, ან პირიქით – უბედურების.

“გარდაცვლილებისა და ცოცხლების შეხვედრა ხაზს უსვამს ინდივიდის როლს საზოგადოებაში, ხოლო მექსიკის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში – ამერიკის კოლონიზაციამდელი მოსახლეობის როლს”, – მიიჩნევს იუნესკო.

დღესდღეობით, მკვდართა დღის სიმბოლოები რეზინისგან დამზადებული თავის ქალა და ნარგიზებია. ამ დღეს მზადდება  საკვები, სასმელი, ხოლო სხვადასხვა ნივთი მიაქვთ სპეციალურად მოწყობილ სამსხვერპლოებზე.

აცტეკების კულტურისგან წამოსული დღესასწაული მკვდართა დღე ემთხვევა ქრისტიანულ კულტურაში გავრცელებულ სამდღიან დღესასწაულს: ჰელოუინს, წმინდანთა დღესა და სულთა დღეს, რომელიც 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გრძელდება.

ეს დღესასწაულებიც გარდაცვლილ წმინდანთა, მოწამეთა და მორწმუნე ქრისტიანების პატივსაცემად იყო თავდაპირველად დაწესებული. მოგვიანებით, ისინი სამოქაალქო ტიპის დღესასწაულებად გადაქცნენ და მას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები აღნიშნავენ.

ვერონიკა ვილა ტოვებს სადილს თავისი ოჯახის წევრების სულებისთვის. იგი მკვდართა დღეს აღნიშნავს, რომლის დროსაც გარდაცვლილთა სულებს მიაგებენ პატივს. © EPA, 01.11.2014

ფილიპინელი ბავშვები ხტებიან პარანაკეში მდებარე სასაფლაოებზე. სულ მალე მილიონობით ფილიპინელი დაიძრება სასაფლაოებისკენ მკვდართა დღის აღსანიშნავად. © EPA, 30.10.2014

მექსიკელი ქალები პოზირებენ ფოტოგრაფ სპენსერ ტუნიკისთვის. 110 ქალი მონაწილეობდა სესიაში, რომელიც მკვდართა დღისადმი მიძღვნილ პროექტის ნაწილია. © EPA, 30.10.2014

პოლონეთის ქალაქ შჩეცინში მდებარე სასაფლაოზე წმინდანთა დღეს დანთებული სანთლები © EPA, 1.11.2014

შჩეცინში მდებარე ძმათა სასაფლაოზე დანთებული სანთლები, წმინდანთა დღეს პოლონეთში მიდიან თავიანთი ნათესავების საფლავებზე და ყვავილებითა და სანთლებით © EPA, 1.11.2014

ოლსანის სასაფლაოზე, პრაღაში, ხალხი ლოცულობს და ანთებს სანთლებს. ისინი აღნიშნავენ წმინდანთა დღესა და სულთა დღეს. © EPA, 02.11.2014

ნიდერლანდელებმა ვანდელპარკის ტბაში მოცურავე სანთლები დაანთეს. ისინი წმინდანთა და სულთა დღეებს აღნიშნავენ. © EPA, 02.11.2014

გარდაცვლილთა სულების გასახსენებლად ვანდელპარკის ტბაში დანთებული მოცურავე სანთლები © EPA, 02.11.2014

პრინცი ჩარლზი და კორნველის პრინცესა კამილა მეხიკოს გუბერნატორთან ერთად ეწვივნენ მკვდართა დღისადმი მიტანილ შესაწირს პახუნაში, მექსიკა. © EPA, 02.11.2014

ეკვადორის მოქალაქეს მიაქვს ყვავილები კალდერონში მდებარე სასაფლაოზე. ეკვადორელები აღნიშნავენ მკვდართა დღეს © EPA, 02.11.2014

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *