ახალი ამბები

მემორანდუმი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის “სამუზეუმო სივრცის” მოსაწყობად

8 მაისი, 2019 • 793
მემორანდუმი საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის “სამუზეუმო სივრცის” მოსაწყობად

სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მახათას მთაზე “ერთობლივი საგანმანათლებლო-სამუზეუმო სივრცის” შექმნას ითვალისწინებს – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

8 მაისს საპატრიარქოს შენობაში მემორანდუმს მოაწერეს ხელი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საზოგადოება ,,ივერიისას” თავმჯდომარემ.

“როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ისე პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი საგანმანათლებლო-სამუზეუმო ცენტრი მალე აშენდება და ის დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი მომავალი თაობის სულიერ-ინტელექტუალურ აღზრდას”, – წერს საპატრიარქო.

ზემოაღნიშნული სივრცის მოწყობა მთაზე მშენებარე ეკლესიის გვერდით იგეგმება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, იგეგმება “თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის” მშენებლობა.

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ,  აშენდება, – შესაბამისი მემორანდუმი მთავრობას, საპატრიარქოსა და საზოგადოებას – „ივერიისა“ შორის დღეს გაფორმდა.

„ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი