აზერბაიჯანში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საჭიროებაზე აქტივისტების წერილს მეჰრიბან ალიევამ, ილჰამ ალიევის ცოლმა და ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა:
A post shared by Mehriban Aliyeva (@firstvicepresidentazerbaijan) on
“აზერბაიჯანისა და მისი დედაქალაქის არქიტექტურული და ისტორიული მემკვიდრეობა ყველას პრიორიტეტული ამოცანაა. მის გადასაჭრელად საჭიროა როგორც სამოქალაქო პოზიცია, ასევე ადამიანების არაგულგრილი დამოკიდებულება საკუთარი ქალაქის არქიტექტურული სახის მიმართ. ასევე, აქტიური საზოგადოებრივი კონტროლი. სიტუაცია, რომელიც შეიქმნა, სახელმწიფოს კონტროლქვეშაა. ყველა ზომა მიიღება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა არ დაზარალდეს”, – წერს მეჰრიბან ალიევა.
ბაქოში 1913 წელს მოლოკანების მიერ აშენებეული, ამჟამად კი Saalam Cinema-ს სახელით ცნობილი შენობის ნგრევის წინააღმდეგ 6 მაისს 200-მდე ახალგაზრდა აქტივისტი გამოვიდა.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც დღესდღეობით ახალგაზრდებისთვის თავშეყრისა და მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ადგილია. აქ ტარდება კინოჩვენებები, შეხვედრები, დისკუსიები, გამოფენები, ტრენინგები და ა.შ. გარდა ამისა, შენობაში აზერბაიჯანული რადიოარხია განთავსებული.
შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელსაც მისი დანგრევა აქვს გადაწყვეტილი.