ახალი ამბები

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობებს ლაშა მიქაძე ასრულებს

2 ნოემბერი, 2014 • • 2476
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობებს ლაშა მიქაძე ასრულებს

ნეტგაზეთის კითხვას, როგორ აპირებს მაუწყებელი, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე სოფო მოსიძის შემცველელი შეარჩიოს, გამოცხადებულია თუ არა საჯარო კონკურის და ასე შემდეგ, ბერძენიშვილმა ასე უპასუხა.

 

“მაუწყებლის შესახებ კანონს თუ გულისხმობთ, არც გვაქვს ვალდებულება, რომ კონკურსი გამოცხადდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს რეფორმის პროცესი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სტრატეგია იწერება, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად ვამზადებთ. ჯერჯერობით რეფორმის გზაზე ვართ. ამ პროცესის ნაწილია ნიუსების რეფორმირებაც. აქაც იქნება გარკვეული სიხალეები. ამიტომ, ჯერჯეორბით ეს საკითხი შეჩერებულია. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, სავარაუდოდ სტრატეგიის მიღების შემდეგ [მოხდება საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნა]”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოფო მოსიძემ სექტემბერში მაუწყებელი დატოვა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა. მაუწყებლამდე ლაშა მიქაძე ტელეკომპანია “იმედშიც” მუშაობდა.

ლაშა მიქაძე/ambebi.ge-ს ფოტო
ლაშა მიქაძე/ambebi.ge-ს ფოტო


მასალების გადაბეჭდვის წესი