4 და 5 მაისს საქართველოს საპატრიარქოში დავითგარეჯის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო ინტენსიურად იქნება ჩართული გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
საკითხი ეხებოდა დავითგარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ”, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ფეისბუკში შეხვედრების ფოტოებსაც აქვეყნებს: