ახალი ამბები

აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა [სტატისტიკა]

6 მაისი, 2019 • 1410
აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა [სტატისტიკა]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის  აპრილში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 647 770 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4.6 პროცენტით მეტია.

აქედან, სტატისტიკის მიხედვით, 98 009 შემთხვევაში ვიზიტის მიზანი არატურისტული იყო, ხოლო 549 761 შემთხვევაში კი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორები შემოვიდნენ.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. წელს, აპრილის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციიდან 113 138 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26.5 პროცენტით მეტია.

99 073 ვიზიტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა, 94 391 – სომხეთიდან, ხოლო 95 063 – თურქეთიდან. ისრაელიდან საქართველოში  14 343 ვიზიტი აღირიცხა, ხოლო უკრაინიდან – 11 991.

ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა წინა წლის აპრილთან შედარებით 59.4 პროცენტით შემცირდა და 10 505 ვიზიტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი