ახალი ამბები

მაესტრო “სუბიექტური აზრის” პროდიუსერმაც დატოვა

31 ოქტომბერი, 2014 • • 1052
მაესტრო “სუბიექტური აზრის” პროდიუსერმაც დატოვა

“იყო შემოთავაზება არხიდან, უნდათ, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა მაესტროსთან”. პრობლემა, რის გამოც ამ გადაცემის წამყვანები წავიდნენ არხიდან, წამყვანის ცვლილებით არ გვარდება. მე ვერ ვხედავ ამ გადაცემაში თანამშრომლობის აზრს” – განუცხადა “ნეტგაზეტს” ირაკლი აბსანძემ.  

 

მისი თქმით, მენეჯმენტი ვერ ქმნის არხზე ისეთ ვითრებას, როცა შეგიძლია გამართულად იმუშაო:

 

“გადაცემის შემოქემდებითი ჯგუფის ცვლილება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუნდაც ფინანსური პრობლემები. ბოლო დროს კოტე გოგელია ხმამაღლა ამბობდა, რომ ფინანსური კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი, ადამინების გამოსაცდელად. ეს არ არის ნორმალური ფორმა თანამშრომლებთან ურთიერთობის, მით უმეტეს, ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია აქვს შემოქმედებით კოლექტივთან, უნდა ჰქონდეს მათთან ურთიერთობა მენეჯმენტის გავლით.”  

 

ირაკლი აბსნაძე ამბობს, რომ “მაესტროზე” ხელფასი ხშირად გვიანდებოდა:

 

“ჩვენთან ხელფასი გვიანდებოდა ხშირად, ხან ერთი თვე აგვიანებდა. არ უნდა გამოჩნდეს ისე, რომ ხელფასის დაგვიანება არის წასვლის მიზეზი. ეს არის დალაგებული ერთად, ყველაფერი. ვახო სანაიას მოუხდა არხიდან წასვლა. როგორც მე ვიცი, სამუშაო ოთახიც  კი ვერ შესთავაზეს. არხის მენეჯმენტი ვერ ქმნის ვითარებას, როცა შემოქმედებით ჯგუფებს შეუძლიათ გადაცემაზე იმუშაოს. როცა რაიმე პრეტენზია აქვთ, ამაში ერევა მენეჯმენტის ნაცვლად არხის ერთ–ერთი დამფუნებლის მეუღლე. მასთან შეხვედრის შემდეგ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო დიანა ტრაპაიძემ.”  

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “მაესტრო” დატოვეს “სუბიექტური აზრის” წამყვანებმა, დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ, რასაც წინ უძღვოდა მათი შეხვედრა არხის ერთ-ერთ მფლობელ, მაკა ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან.


ტელეკომპანია “მაესტრო” გადაცემა “მაესტროს 9” –იანის  წამყვანმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 2014 წლის სექემბერში დატოვა. 

 

ირაკლი აბსანძე
ირაკლი აბსანძე

მასალების გადაბეჭდვის წესი