შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის კაცი 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

შსს ამბობს, რომ ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

Published by ნინო ბიძინაშვილი

ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან

Exit mobile version