ახალი ამბები

უშუქობის გამო ქუთაისის “ეშმაკის ბორბალზე” 20 ბავშვი, საბაგიროზე კი 5 მგზავრი გაიჭედა

2 მაისი, 2019 • 1879
უშუქობის გამო ქუთაისის “ეშმაკის ბორბალზე” 20 ბავშვი, საბაგიროზე კი 5 მგზავრი გაიჭედა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, ქუთაისის პარკის “ეშმაკის ბორბალზე” 20 მოზარდი, ხოლო საბაგიროზე 5 მოქალაქე გაიჭედა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს.

საბაგიროს ხელმძღვანელმა, კახა კუხიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მგზავრები მაქსიმუმ 35 წუთით იყვნენ ვაგონებში გაჭედილი.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქუთაისის გარდა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი შემთხვევები არსად დაფიქსირებულა.

დღეს, 2 მაისს, ქუთაისობა აღინიშნება. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ამ დღის აღსანიშნავად ქუთაისის პარკში არაერთი მოქალაქე სეირნობდა.

  • თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 18:11 საათზე შეუწყდა.
  • ნეტგაზეთს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა  500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთის” ავარიულად გაჩერებამ გამოიწვია.
  • სახელმწიფო ელექტროსისტემაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და ეტაპობრივად აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება.

დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი