ნეტგაზეთი | “მხევლის წიგნის” მესამე სეზონი 5 ივნისს გამოვა – [ვიდეო] “მხევლის წიგნის” მესამე სეზონი 5 ივნისს გამოვა – [ვიდეო] – Netgazeti
Batumelebi | RU

“მხევლის წიგნის” მესამე სეზონი 5 ივნისს გამოვა – [ვიდეო]

ამერიკული სერიალის, “მხევლის წიგნის” მესამე სეზონი ტელეეკრანებზე 5 ივნისს გამოვა. Hulu-მ სერიალის ახალი სეზონის პირველი ტრეილერი სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა.

“დალოცვილ იყოს ბრძოლა” – წერს სერიალი ფეისბუკ-გვერდზე.

“მხევლის წიგნი” მარგარეტ ეტვუდის რომანის ეკრანიზაციაა. ჯერჯერობით სერიალის მხოლოდ 2 სეზონია გამოსული. სერიალის პრემიერა 2017 წელს შედგა.

სერიალის სიუჟეტი დისტოპიურ მომავალში ვითარდება, სადაც თეოკრატიული მმართველობის ქვეშ ქალებს, ფაქტობრივად, ყველანაირი უფლება აქვთ წართმეული. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც ქალებს ძალადობრივმა სისტემამ დაუტოვა  – რეპროდუქციაა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან