ახალი ამბები

სანქტ-პეტერბურგში დემონსტრანტები დააკავეს

1 მაისი, 2019 • 970
სანქტ-პეტერბურგში დემონსტრანტები დააკავეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სადაც საპირველმაისოდ, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, სანქცირებული დემონსტრაცია იგეგმებოდა, პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა.

რადიო თავისუფლების რუსეთის ბიურო იუწყება, რომ სულ ცოტა ათი ადამიანია დაკავებული. მათი ნაწილი სახლში, აქციის დაწყებამდე დააკავეს, ნაწილი კი- უშუალოდ დემონსტრაციაზე.

დაკავებულებს შორის, „ნოვაია გაზეთას“ თანახმად, არიან მიხეილ ხოდოროვსკის ორგანიზაციის, „ღია რუსეთის“ აქტივისტები; ასევე, ოპოზიციური მოძრაობა „ვესნის“ წევრები.

რადიო თავისუფლების ცნობით, დაკავებულია სანქტ-პეტერბურგის აღმასრულებელი ასამბლეის დეპუტატი მაქსიმ რეზნიკი.

„მედუზას“ თანახმად, დღეს დაგეგმილი აქციის სლოგანია „თავისუფალი არჩევნები თავისუფალ პეტერბურგს“.

გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი