ახალი ამბები

ბახტაძე იაპონელ ხალხს ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლას ულოცავს

1 მაისი, 2019 • 877
ბახტაძე იაპონელ ხალხს ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონელ ხალხს ულოცავს ახალი იმპერატორის, ნარუჰიტოს, საიმპერატორო ტახტზე ასვლას.

„საქართველოსა და იაპონიას ძლიერი ორმხრივი მეგობრობა აკავშირებთ. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს კავშირები“, — დაწერა ბახტაძემ პირველ მაისს ტვიტერზე.

30 აპრილს იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო ავიდა საიმპერატორო ტახტზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მამამისი, 85 წლის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა და შვილს, პრინც ნარუჰიტოს ადგილი დაუთმო. ყოფილმა იმპერატორმა მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

როგორც ბიბისი იუწყება, ახალ საიმპერატორო ეპოქას რეივა [ეივა] ეწოდება, რაც წესრიგს და ჰარმონიას ნიშნავს.

იაპონიაში იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არა აქვს, თუმცა ნაციონალური სიმბოლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი