ახალი ამბებისამართალი

ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

1 მაისი, 2019 • 1473
ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, პირველ მაისს, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ცოლისა და სიმამრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, მუქარაში ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ/ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 25 აგვისტოს გ.ჯ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლის მამას, ს.ს-ს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა და სახლის სხვადასხვა ადგილას ნავთი მოასხა, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით, ცოლს, გ.ს-ს გულმკერდის არეში დანით ერთი, ხოლო სიმამრს, ს.ს-ს ორი ჭრილობა მიაყენა.

პროკუტარურის ცნობით, გ.ჯ-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაზარალებულებმა ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მეშვეობით გაქცევა მოახერხეს. ს.ს. და გ.ს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩნენ.

სამართალდამცველებმა გ.ჯ. იმავე დღეს სამტრედიაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის და ქონების განადგურების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი