ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

30 აპრილი, 2019 • 2022
სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ღია კონკურსის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების, სამხედრო ნაწილების, ბავშვთა სახლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციების მონიტორინგის მიმართულებებით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეარჩია.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში შედის პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების მონიტორინგის გამოცდილების მქონე 10 სპეციალისტი, 4 ექიმი, 3 ფსიქიატრი, 3 ფსიქოლოგი, 3 სოციალური მუშაკი, 2 სამხედრო ნაწილების მონიტორინგის სპეციალისტი; ბავშვთა სახლების მიმართულებით 1 ნუტრიციოლოგი, 4 სოციალური მუშაკი, 4 ფსიქოლოგი; შშმ პირთა ინსტიტუციების მონიტორინგის მიმართულებით 2 ფსიქოლოგი, 1 სოციალური მუშაკი, 2 სპეციალური პედაგოგი, 1 შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის საკითების სპეციალისტი.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებად 2 წლის ვადით შეირჩნენ შემდეგი პირები:

  1. ეკა ქობესაშვილი
  2. ნესტან ლონდარიძე
  3. თამარ ავალიანი
  4. ოლღა კალინა
  5. ხათუნა ბაგრატიონი
  6. მორეტა ბობოხიძე
  7. კარლო ნიკოლეიშვილი
  8. მაია გიგინეიშვილი
  9. კახაბერ გოგაშვილი
  10. გიორგი ტაბატაძე
  11. მერაბ ქავთარაძე
  12. იზოლდა შენგელია
  13. თეიმურაზ რეხვიაშვილი
  14. ქეთევან ომიაძე
  15. ქეთევან გელაშვილი
  16. მაია არჩვაძე
  17. ხათუნა ჭყოიძე
  18. ნათია წერეთელი
  19. თინათინ ამირეჯიბი
  20. თეა ფანჩულიძე
  21. მახარე მერებაშვილი
  22. ნანა იდაძე
  23. ნინო დემეტრაშვილი
  24. ელისო ონიანი
  25. თენგიზ ასლანიკაშვილი
  26. ნინო თოთაძე
  27. ლალი წულეისკირი
  28. ნანა ქორიძე
  29. ნანა გოჩიაშვილი
  30. თამარ ივანიაძე
  31. მაია ცირამუა
  32. ნათია მექვაბაური
  33. ნინო გოგილაშვილი
  34. ნინო ლორთქიფანიძე
  35. თეკლა ნემანიშვილი
  36. რუსუდან მანგოშვილი
  37. ხატია თაბუკაშვილი
  38. თამუნა ბედენაშვილი
  39. გვანცა ბერაძე
  40. გიორგი ალავიძე

სპეციალური პრევენციული ჯგუფი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი