ახალი ამბები

ხუთი წლის შემდეგ „დაეშის“ ლიდერი ალ-ბაღდადი პირველად გამოჩნდა

29 აპრილი, 2019 • 1798
ხუთი წლის შემდეგ „დაეშის“ ლიდერი ალ-ბაღდადი პირველად გამოჩნდა

ტერირისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ („დაეშის“) ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 29 აპრილს პირველად გამოჩნდა.

ალ-ბაღდადი „დაეშის“ პროპაგანდისტულ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც სირიის ქალაქ ბაღუზში „დაეშის“ მარცხს აღიარებს. აქამდე იგი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ვიდეოში — 2014 წელს, როდესაც ერაყში, ალ-ნურის დიდ მეჩეთში „ხალიფატი“ გამოაცხადა.

როგორც „ალ ჯაზირა“ წერს, გაურკვეველია, ზუსტად როდისაა ვიდეო გადაღებული, თუმცა ვიდეოს დასრულების შემდეგ ისმის სავარაუდოდ ალ-ბაღდადის ხმა და ის შრი ლანკაში თავდასხმასაც ახსენებს. თავდასხმა გასულ კვირას მოხდა. მასზე პასუხისმგებლობა „დაეშმა“ აიღო.

თავდასხმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი