ახალი ამბები

სოცმედიის მენეჯერის ტექნიკური შეცდომა იყო — პრესსპიკერის ზურაბიშვილის რეტვიტზე

29 აპრილი, 2019 • 1322
სოცმედიის მენეჯერის ტექნიკური შეცდომა იყო — პრესსპიკერის ზურაბიშვილის რეტვიტზე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურმა ანგარიშმა ტვიტერზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც იგი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, — რომელიც ახლახანს ჩაება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში — „მძინარას“ უწოდებს. გაზიარებული პოსტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი, 20:15 საათისთვის კი წაშლილი იყო.

ტრამპი წერდა: „მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში. აშკარად არ იცის, რომ პენსილვანიას წელს ისტორიის განმავლობაში საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელითა და ფოლადის ახლა უკვე აყვავებული ინდუსტრიით (რომელიც მკვდარი იყო), და დიდი მომავალი აქვს“.

სქრინშოთი სალომე ზურაბიშვილის ტვიტერიდან. სქრინშოთი ნეტგაზეთმა გადაიღო

ზურაბიშვილმა გააზიარა ტრამპის პოსტი, სადაც ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი