ახალი ამბები

პუტინის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მიღება უკრაინაში ყველას შეიძლება გაუმარტივდეს

28 აპრილი, 2019 • 1472
პუტინის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მიღება უკრაინაში ყველას შეიძლება გაუმარტივდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა უკრაინის ყველა მოქალაქისთვის შეიძლება გამარტივდება.

გასულ კვირას პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მაცხოვრებლებს სამ თვეზე ნაკლებ დროში სთავაზობს რუსულ პასპორტებს. ახალი განცხადება კი მთლიანად უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს ეხება.

როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, პუტინის ეს განცხადება, რომელიც 27 აპრილს, ბეიჯინგში გააკეთა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას კიევთან.

ბიბისის თანახმად, ეს დამატებითი გამოწვევაა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ ზელენსკისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამარცხა არჩევნებში პეტრო პოროშენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი