ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში აცხადებენ, რომ აღიარების მიზნით აფხაზეთს აფრიკის ქვეყნებთან დიალოგი აქვს

25 ოქტომბერი, 2014 • • 1192
სოხუმში აცხადებენ, რომ აღიარების მიზნით აფხაზეთს აფრიკის ქვეყნებთან დიალოგი აქვს

მისი თქმით, დღეისთვის აფხაზეთი ექვს სახელმწიფოს, რუსეთს, ტუვალულს, ნიკარაგუას, ნაურუსა და ვენესუელას აქვს აღიარებული, თუმცა, როგორც ჩირიკბა ამბობს, ეს პროცესი შეჩერდა, ვინაიდან “ქვეყნების უმრავლესობა აშშ-ისა და ევროკავშირის გავლენის ქვეშ იმყოფება, და თუ რომელიმე ქვეყანას სურს აფხაზეთის აღიარება, მას აშანტაჟებენ და ემუქრებიან.”

 

“ორი წელია გრძელდება დიალოგი აფრიკის სახელმწიფოებთან. სამწუხაროდ, ყველა ქვეყნის ხელმძღვანელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვს აფხაზეთს.”

 

ჩირიკბას აზრით, ასეთი შესაძლებლობა გაჩნდებოდა, თუ ამ საკითხში აფხაზეთს რუსეთი დაეხმარებოდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი