“საბჭო ასევე მიესალმება ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულად შეძლო თავდამსხმელის დაკავება. ქარტიის საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ “ასავალ-დასავალის” შემთხვევა იქნება მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის, ზეწოლისა და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების დასაწყისი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ სტურქტურებს, დაიწყონ ჟურნალისტებთან დაკავშირებული სხვა საქმეების გამოძიებაც, ხოლო გამოძიებაში არსებული საქმეები გახადონ მაქსიმალურად გამჭირვალე საზოგადოებისთვის. პირველ რიგში, ფოტორეპორტიორებისა და თედო ჯორბენაძის საქმე, რომელიც დღემდე დახურულია. საბჭო უერთდება მოთხოვნას, ფოტორეპორტიორების საქმეს ხელახალი გამოძიების დაწყებასთან ერთად მოეხსნას გრიფი “საიდუმლო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ავრცელებს.