ახალი ამბები | ,

რუსეთის კულტურის სამინისტრომ ოზონის ფილმის პრემიერა აღდგომის შემდეგ გადადო

25 აპრილი, 2019 | | 681
რუსეთის კულტურის სამინისტრომ ოზონის ფილმის პრემიერა აღდგომის შემდეგ გადადო

რუსეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსეთში ფრანსუა ოზნის ფილმის – “უფლის ნებით” – პრემიერა 25 აპრილის ნაცვლად აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, 29 აპრილს გაიმართება.

ოზონის ფსიქოლოგიური დრამა მოგვითხრობს პედოფილი მღვდლების მსხვერპლ ბავშვებზე. მედუზას ინფორმაციით, პრემიერის გადადების რეკომენდაციით ფილმის დისტრიბუტორებს რუსეთის კულტურის სამინისტრომ მიმართა. უწყებას სურდა პრემიერა მართმადიდებლური აღდგომის შემდეგ გამართულიყო. რეალურ ამბებზე დაფუძნებული ოზონის  ფილმი ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი