ანტარქტიდაზე, ერთ ღამეში ათასობით საიმპერატორო პინგვინი ერთ ღამეში დაიხოცა, რაც ნიშნავს, რომ ფრინველების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლონია განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ანტარქტიდის ბრიტანულ კვლევაში გავრცელდა.
BBC კველვაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა 2016 წელს უედელის ზღვაში მოხდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ყინულოვანი შელფი, სადაც ათასობით ფრინველი იმყოფებოდა, ჩაიმსხვრა, რის გამოც ისინი წყალში ჩაცვივდნენ და დაიხრჩვნენ. მათი თქმით, უედელის ზღვაში ყინული ისეთი მყარი აღარ არის, როგორც ადრე იყო.
როგორც გამოცემა წერს, პინგვინების ადგილმდებარეობის დადგენა მათი გუანოს (ექსკრემენტების) მიხედვით 800 კმ-იანი სიმაღლიდანაც შეიძლება. იმ ყინულზე კი, სადაც წლების განმავლობაში დაახლოებით 14-დან 25-ათასამდე (მსოფლიო პოპულაციის 5-9%) ფრინველთა წყვილი ბინადრობდა – პინგვინები ერთბაშად გაუჩინარდნენ.
საიმპერატორო პინგვინები ყველაზე მაღალი და მძიმეწონიანი პინგვინები არიან. თუმცა, განსაკუთრებით მგრძნობიარენი კლიმატის ცვლილების მიმართ. მეცნიერები ამბობენ, რომ 2016 წლის შემდეგ უედელის ყინულმა სიმყარე დაკარგა, რასაც შესაძლოა პინგვინების გამრავლების შემცირებული სიხშირე უკავშირდებოდეს.