ახალი ამბები

საპენსიო ფონდიდან განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირება? – სურგულაძის განმარტება

23 აპრილი, 2019 • 1191
საპენსიო ფონდიდან განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირება? – სურგულაძის განმარტება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, ფასიანი ქაღალდების მეშვეობით შესაძლებელია საპენსიო ფონდიდან განახლებადი ენერგიების პროექტებში ინვესტირება.

ამ საკითხზე მას კითხვა პარლამენტის სტუმრობისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დაუსვა.

“კანონით ჩვენ პირდაპირი ინვესტიციების გაკეთების უფლება არ გვაქვს, მაგრამ არსებობს მექანიზმები, სტრუქტურული ფინანსები, რომლის საშუალებითაც, თუ რომელიმე კომპანიას აქვს მეტნაკლებად პროგნოზირებადი შემოსავლები მომავალში, თქვენ შეგიძლიათ ამის სექიურიტიზაცია გააკეთოთ და მომავალი მისაღებლების საფუძველზე ფასიანი ქაღალდები გამოუშვას, რომელიც საკმაოდ ხარისხიანი იქნება, რადგან ჰესი ტრიალებს და ელექტრონერგია ყველას სჭირდება. შესაბამისად, თუ ასეთი მექანიზმი დაინერგა და ვინმემ იცის ამის გაკეთება და ძალიან რთული არ არის, 2008 წელს ერთი ასეთი უკვე გაკეთებულია, ასეთი ქაღალდი გამოშვებულია, შეიძლება პროექტის დაფინასნება ამ გზით”, – განაცხადა სურგულაძემ.

ბექა ნაცვლიშვილმა დაუკონკრეტა, რომ გორის ქარის ტურბინებს გულისხმობდა:

“შევხდავთ, სექიურიტიზაცია უნდა მაოხდინოს თავისი შემოსავლების, თუ უკვე აკეთებს, ბრწყივვალეა”, – განაცხადა სურგულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი