ახალი ამბები

“ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას: შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია” – ზელენსკი

21 აპრილი, 2019 • 1688
“ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას: შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია” – ზელენსკი

“სანამ ოფიციალურად ჯერ პრეზიდენტი არ ვარ, შემიძლია როგორ უკრაინის მოქალაქემ განვაცხადო. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას: შემოგვხედეთ ჩვენ, ყველაფერი შესაძლებელია”, – ასეთი ვლადიმერ ზელენსკის პირველი კომენტარი, რომელიც მან ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

პეტრო პოროშენკომ ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე არჩევნებში დამარცხება აღიარა და კონკურენტ ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა.

პოროშენკოს თქმით, ეგზიტპოლის შედეგები ნათელია და საფუძველს აძლევს, რომ კონკურენტს მიულოცოს.

ეგიზტპოლის შედეგების თანახმად უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ხდება. 18 საათის მდგომარეობით, 2 უკრაინული (უცხოური დონორებით დაფინანსებული “ნაციონალური ეგზიტპოლი”; ტელეკომპანია 1+1-ის ეგზიტპოლი) ეგზიტპოლის მიხედვით ზელენსკიმ 72-73 პროცენტი მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 25-27 პროცენტი.

ეს ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები არ არის და ის ადგილობრივი დროით 22 საათზე გამოქვეყნდება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია პოროშენკოსა და ზელენსკის შორის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი