ახალი ამბები

პოროშენკომ მარცხი აღიარა

21 აპრილი, 2019 • 1050
პოროშენკომ მარცხი აღიარა

პეტრო პოროშენკომ ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე არჩევნებში დამარცხება აღიარა და კონკურენტ ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა.

პოროშენკოს თქმით, ეგზიტპოლის შედეგები ნათელია და საფუძველს აძლევს, რომ კონკურენტს მიულოცოს.

ეგიზტპოლის შედეგების თანახმად უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ხდება. 18 საათის მდგომარეობით, 2 უკრაინული (უცხოური დონორებით დაფინანსებული “ნაციონალური ეგზიტპოლი”; ტელეკომპანია 1+1-ის ეგზიტპოლი) ეგზიტპოლის მიხედვით ზელენსკიმ 72-73 პროცენტი მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 25-27 პროცენტი.

ეს ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები არ არის და ის ადგილობრივი დროით 22 საათზე გამოქვეყნდება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია პოროშენკოსა და ზელენსკის შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი