ახალი ამბები

აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები – უგულავა პანკისზე

21 აპრილი, 2019 • 797
აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები – უგულავა პანკისზე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა პანკისში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკზე ეხმაურება

„აქამდე რომ მიიყვან საქმეს, მავნებელი და ტოქსიკური მთავრობა ხდები. ამას ჯანსაღი აზრი, მათ შორის საკუთარი გამოცდილება, მალაპარაკებს. ჰესის აშენება არ აშენება აქ უკვე მეორეხარისხოვანია. პანკისში ივანიშვილმა გეგმაზომიერად ქნა ყველაფერი, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა აღარ ყოფილიყო ფაქტორიარც მორალური და არც უსაფრთხოების კუთხით. ახლა ეს ყველაფერი სასოწარკვეთილ ადამიანთა ჯანყს გავს, რასაც ძალით ვერ ჩაახშობ. პოლიციისთვის ქვების სროლა ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ამ მოწოდებასაც არ აქვს აზრი. რასაც ვხედავთ სახელმწიფოებრიობის ეროზიის მკაფიო და ძალიან სახიფათო ნიშანია. ეს ის სიტუაციაა, სადაც მთავრობისლეგიტიმური ძალაყველა შემთხვევაში ძალადობაა საკუთარი ხალხის მიმართ, რადგან ქვეყანაში ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა დგას. დალპა ქვეყანა და გამოსავალი ერთიაივანიშვილის და ოცნების წასვლა!

ჩემო პანკისელებო ამ ბრძოლას მხოლოდ სიმშვიდით მოვიგებთ. პოლიციასთან დაპირისპირება ხელისუფლებას მეტი ძალადობისკენ და თქვენს დემონიზაციისკენ უბიძგებს. ამიტომ სიმშვიდე უნდა იყოს დღეს ჩვენი ბრძოლის იარაღი“ – წერს გიგი უგულავა.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი