ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა მეჯვრისხევთან 1 ადამიანი დააკავეს

20 აპრილი, 2019 • 903
რუსმა სამხედროებმა მეჯვრისხევთან 1 ადამიანი დააკავეს

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუსმა სამხეროებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების ფაქტი “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შემთხვევა გუშინ, 19 აპრილს მოხდა. “ინტერპრესნიუსის” თანახმად, დაკავებული 50 წლამდე კაცია.

სუს-ის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი