ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
რ2-ის ცნობით, ყაჩაღობისას ისმოდა სროლის ხმა და დაჭრილია ერთი ადამიანი. შსს-ში ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არავინაა, თუმცა ერთ-ერთ მოქალაქეს სხეულის დაზიანება აქვს მიღებული.
შსს-ს პრესსამსახურში დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ. დეტალები უცნობია ბანკის პრესსამსახურისთვისაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არც პოლიციელია და არც ბანკის თანამშრომელი.