დებს, რომლებიც საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოიქცნენ და დახმარებას ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოკითხვას უტარებენ.
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, პროცესი დების დროებით საცხოვრებელ ადგილას მიმდინარეობს და მას მიგრაციის სამსახურის თანამშრომლების ესწრებიან.
სოციალურ ქსელში ორი დის მიმართვა პირველად 16 აპრილს გავრცელდა. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიდეომიმართვა და ფოტო გამოაქვეყნეს. დები ამბობენ, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოიქცნენ და აქ საფრთხე ემუქრებათ.
მათი თქმით, თავშესაფრის მიღება სურთ, რადგან საუდის არაბეთმა პასპორტის მოქმედება ორივე მათგანს შეუჩერა.
დების განცხადებით, მამა და ძმა უკვე საქართველოში არიან და ეძებენ. როგორც ვიდეოში ერთ-ერთი და ამბობს, ოჯახში ცუდად ექცეოდნენ, ხოლო საუდის არაბეთში არსებული კანონები მათ ფაქტობრივად არ იცავს. ისინი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სთხოვენ დახმარებას.