ნეტგაზეთი | აზერბაიჯანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ აზერბაიჯანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ზაქირ ჰასანოვი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მინისტრებმა დღევანდელი შეხვედრის დროს თანამშრომლობის შესახებ მომავალი წლის გეგმას ხელი მოაწერეს. დოკუმენტის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია აზერბაიჯანის არმიისთვის კადრების მომზადება.


ბოლო წლებში მოსკოვსა და ბაქოს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აზერბაიჯანის მედიაში აქტიურად შუქდება. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის სამხედრო ტექნიკას ყიდულობს. 2010-2012 წლებში მხარებს შორის 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხის კონტრაქტებია ხელმოწერილი. საუბარია საზენიტო სარეკეტო კომპლექსების, ვერტმფრენებისა და ჯავშანტექნიკის შესყიდვებზე. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი