თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.
