
დემოკრატიის მომხრეების აქციის მონაწილეებს აცვიათ საწვიმარი მოსასხამები და ატარებენ ყვითელ ქოლგებს მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის – “Occupy Central” ფარგლებში. ჰონგ კონგის მთავრობამ გააუქმა მოლაპარაკებები სტუდენტების მიერ წამოწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებთან 9 ოქტომბერს. დემონსტრანტებმა ორი კვირის განმავლობაში ჰონგ კონგის სხვადასხვა ნაწილის ბლოკირება მოახდინეს. ისინი ითხოვენ საჯაროდ დასახელდნენ კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი მთავრობის არჩევნებში. საპროტესტო აქციები დაიწყო 2014 წლის 26 სექტემბერს, რაც უკავშირდება მთავრობის საარჩევნო სისტემის რეფორმას 2017 წლის არჩევნებისთვის, როდესაც ჰონგ კონგში უნდა აირჩიონ აღმასრულებელი მთავრობა.

ბრიტანელს ლუის ჰემილტონს, “მერსედესის” გუნდის მრბოლელს გრან პრი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადასცა. ავტორბოლა დღეს სოჭში გაიმართა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა.

სირიიდან ლტოლვილი ბიჭი ლტოლვილების ბანაკში, რომელიც მდებარეობს თურქეთში. სირია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანში ე.წ. “ისლამისტური სახელმწიფოს” ტერორისტებმა დაიკავეს ქალაქის თითქმის 40%, რომელსაც იცავს ადგილობრივი ქურთი მოსახლეობა. თუმცა ინტენსიური შეტაკებების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებულია დატოვოს ქალაქი, რომლებიც ლტოლვილების ბანაკში აფარებენ თავს თურქეთში.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა საცდელი გამოცდა იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენადაა მზად ბრიტანეთი ებოლასთან გასამკლავებლად. ეს იყო რვასაათიანი გამოცდა, რომელშიც მონაწილეობდნენ საავადმყოფოების, ამბულატორიების თანაშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მსახიობები ახდენდნენ იმის სიმულაციას, რომ მათ ჰქონდათ მომაკვდინებელი ვირუსის სიმპტომები, რითიც გამოიცადა სასწრაფო დახმარების სერვისებისა და კადრების მზაობა.

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი თასით ხელში მას შემდეგ, რაც მან დაამარცხა მისი მეტოქე, ფრანგი ჩოგბურთელი ჟილ სიმონი ფინალურ მატჩში შანხაის მასტერსზე ჩოგბურთში.
