ახალი ამბები

ხანძარი აზარიანცის სახლში — „ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 20კვ.მ დაიწვა

14 აპრილი, 2019 • 1218
ხანძარი აზარიანცის სახლში — „ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 20კვ.მ დაიწვა

რუსთაველის გამზირზე მელიქ აზარიანცის სახლში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ხანძარი რესტორან „ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 20 კვადრატულ მეტრზრე იყო გაჩენილი [„ხინკლის სახლი“ აზარიანცის სახლის ნაწილია].

საგანგებოს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მას მალე ბოლომდე ჩააქრობენ.

შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი. 14.04.2019

მასალების გადაბეჭდვის წესი