ახალი ამბები

ერთი მხრივაა პუტინი, მეორე მხრივ  დასავლეთი, ასევე კოლონიალური მიდგომებით -სააკაშვილი უკრაინელებს მიმართავს

13 აპრილი, 2019 • 2659
ერთი მხრივაა პუტინი, მეორე მხრივ  დასავლეთი, ასევე კოლონიალური მიდგომებით -სააკაშვილი უკრაინელებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 12 აპრილს უკრაინელებს შეხვდა, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან საპრეზიდენტო კანდიდატის მისამართით თქვა, რომ ვლადიმირ ზელენსკის არ შურს, რადგან წინ ბევრი სირთულე ელის კორუმპირებული უკრაინელი პოლიტიკოსებისგან.

ორსაათიან დისკუსიის განმავლობაში ექსპრეზიდენტი ასევე შეეხო დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკასაც, რომელსაც  „კოლონიალისტური” უწოდა:

„რეფორმები უკრაინაში არ უნდა ჩატარდეს საზღვარგარეთიდან. მე აი წავიკითხე სათაური „უკრაინსკაია პრავდაში“ – მაკრონი არწმუნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ მას შეუძლია მათთან მოლაპარაკება.  არავისთან არ არის საჭირო მოლაპარაკება. რეფორმები უკრაინაში სავალუტო ფონდისთვის არ უნდა ჩატარდეს. ჩემთვის ყველა ეს სტრუქტურა კარგადაა ცნობილი. აი, რა მინდა გითხრათ თქვენ – დიახ, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, ოღონდ რაღაც ჩარჩოებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის არ სჭირდება. ნუ მოვიტყუებთ თავს… ისე, როგორც ძალიან წარმატებული საქართველო არავის არ სჭირდებოდა. ყოველთვის ყველას, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს…

ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს პუტინი, რომლსაც უკრაინის არსებობა საერთოდ არ სჭირდება, რომლისთვისაც უკრაინა არის ანაქრონიზმი და მისი არსებობა მისთვის გაუგებარია, მეორე მხრივ არსებობს დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს: კარგი, იყოს უკრაინა, მაგრამ სადღაც კუთხეში. რაში სჭირდებათ მათ უკრაინიაში ავიამშენებლობა… კოსმოსური… მათ სჭირდებათ უკრაინელები, როგორც სამუშაო ძალა… დიახ, ეს ასეა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი