ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ივანიშვილს ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად არ მიუყვანია

13 აპრილი, 2019 • 1333
კობახიძის თქმით, ივანიშვილს ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად არ მიუყვანია

ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეკა ბესელიასთან ბოდის მოსახლდელად არ მოუყვანია. “რასაც ეკა ბესელია ამბობს, არის აბსოლუტური ტყუილი. როცა ფაქტის ისეთ ინტერპრეტაციას ახდენ, რომელიც მთლიანად აცდენილია რეალობას, ეს უკვე არის ტყუილი,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში.

ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე მასთან ბოდიშის მოსახდელად მიიყვანა, თუმცა ბესელიამ მისი ბოდიში არ მიიღო.

„მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ხანია. ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და მე არ მივიღე მისი ბოდიში, ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშის მოხდა. ისიც იმიტომ მოიხადა, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას“, – განაცხადა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი