TV3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა იმედა დარსალიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჟურნალუსტები 10 ოქტომბერს TV3-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებას ბოლოჯერ გაუშვებენ.
“TV3 ვაკანსიებს გამოაცხადებს. ორი ჟურნალისტი უკვე მივიღეთ. ამჟამად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ახალი ამბების ჟურნალისტებთან. თანამშრომლების წასვლით საინფორმაციო სამსახურის მუშაობა არ შეფერხდება, რადგან ამ ფორმატში 15 ჟურნალისტი იმუშავებს” .
დარსლიას ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ორი დღის წინ განაცხადეს, რომ სხვა არხზე გადადიან სამუშაოდ:
“TV3-ის ხელმძღვანელობას ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია. მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ სხვა არხზე და ჩვენ ხელი არ შევუშალეთ”
საჯარო რეესტრის მონაცემებით, TVS-ის დამფუძნებელი ქეთევან ჯაფარიძეა. media.ge-ს ინფორმაციით, არხზე ინვესტიციებს ვახტანგ წერეთლი განახორციელებს. ვახტანგ წერეთელი ქართული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია “პირველის” მფლობელის ავთანდილ წერეთლის შვილია. მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი არხის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სპორტული გადაცემების მაუწყებლობას.