ახალი ამბები

ევროპული საქართველო და თავდემები იუსტიციის საბჭოს 3 წევრის გამოწვევას ითხოვენ

12 აპრილი, 2019 •
ევროპული საქართველო და თავდემები იუსტიციის საბჭოს 3 წევრის გამოწვევას ითხოვენ

თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ინიციატივით, ევროპული საქართველო მიმართავს პარლამენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის – შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

შალვა შავგულიძის განცხადებით, 2018 წლის დასასრულს აღნიშნულმა პირებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს თვითნებურად წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 ადამიანისგან შემდგარი სია ყოველგვარი კანონიერი პროცედურისა და განსაზღვრული კრიტერიუმების გარეშე.

ევროპული საქართველოს წევრის, ოთო კახიძის განცხადებით, მათი ფრაქცია ეთანხმება თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას:

“თუ სიას წარმოადგენ ისე, რომ კითხვაც არ გაგიჩნდება, ვინ შეადგინა ის, შეუძლებელია გააგრძელო საბჭოს წევრობა. როდესაც არ გაგიჩნდება სურვილი, გაესაუბრო მაინც კანდიდატებს პარლამენტში წარმოდგენამდე და თუ ელემენტარულად ვერ აცნობიერებ შენს მოვალეობას და ფუნქციას, მაშინ აღარ უნდა გააგრძელო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ.

შავგულიძემ განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის მიერ არიან დანიშნულები. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს აქვს უფლება, უკან გამოიწვიოს ისინი შესაბამისი პროცედურებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი