ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილის სასამართლო პროცესი დაიწყო

10 ოქტომბერი, 2014 • • 1256
აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილის სასამართლო პროცესი დაიწყო

ელმან ჰასანოვმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ხადიჯა ისმაილის პუბლიკაციამ ფეისბუქზე “მისი ღირსება შელახა.”


ტექსტში, რომელიც სასამართლოს წარედგინა, წერია, რომ ჰასანოვი ნარკოტიკების მომხმარებელია; გააუპატიურა შექში მცხოვრები ქალი, არის ჰომოსექსუალი და აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ჯაშუში. 

 

“მე მივმართე აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს და მათ სასამართლოში გადამამისამართეს. აი, მეც მივმართე სასამართლოს,”- აცხადებს ჰასანოვი. 

 

ხადიჯა ისმაილიმ მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და განმარტა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან. 

 

“დამიმტკიცონ, რომ რაიმე კავშირი მაქვს ამ საქმესთან. მე ეს არ გამომიქვეყნებია. მხოლოდ მას შემდეგ ვუპასუხებ კითხვებს, როცა დაამტკიცებენ, რომ ამას ჩემთან კავშირი აქვს,”- განუცხადა ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას. 

 

მორიგი სხდომა სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს, 17 საათზე დაინიშნა. 


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს არაერთხელ უმხილებია ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს კორუფციაში. 2014 წლის იანვარში ხადიჯა ისმაილის ბრალი შპიონაჟის მუხლით წაუყენეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი