ახალი ამბები

ანონსი – 10 ოქტომბერი

9 ოქტომბერი, 2014 •
ანონსი – 10 ოქტომბერი

11:30 სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “სტანდარტების გაუმჯობესება: საქართველო,დიასპორა და ეკონომიკური განვითარება”. 

 

11.00 –  საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კომპანია “GWP”-ის ხელმძღვანელობა დიდი დიღმის მე-4 კვარტალში, სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდებიან. 


11:00 – სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქველმოქმედო ფონდის „სიცოცხლის ხე“ დირექტორი თორნიკე გურული და სხვა მოწვეული სტუმრები ; ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


11:00 –  ბახტრიონის ქ. №13 -ში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ,,ინტერ რაოს“ ცენტრალურ  აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ახალი ტრანსფორმატორის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას დაესწრებიან.


 

12:00 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბრიფინგს გამართავს. დავით სერგეენკო მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრებს.


12:00 – ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ საღოლაშენის გადასახვევთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, ასევე მსოფლიო ბანკის, ჩინეთის საკონსულოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, E60 ავტომაგისტრალზე რუისი–აგარას ახლადაშენებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს ოფიციალურად გახსნიან.

 

13.00 –  თბილისის მერის მოადგილეები, საფინასო სამსახურის უფროსი და რაიონების გამგებლები  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინასო-საბიუჯეტო კომისიის წევრებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან და 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტს განიხილავენ. გამგებლები თავიანთ რაიონებში არსებულ პრობლემებს წარმოადგენენ და 2015 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

 

13:00 სთ-ზე „პირველ პრესკლუბში” სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. თემა: ისნის გამგებლის მოქმედი მოადგილის, ბესიკ დონაძის დანაშაულებრივი წარსული. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


14:00 – არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“-ს თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე გენერალურ პროკურატურას შპს „აი-პი-არ-საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით განცხადებით მიმართავს და დოკუმენტებს წარუდგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი