ახალი ამბები

მთავრობამ 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი – „სამეფო ბაღები“ განიხილა

9 ოქტომბერი, 2014 •
მთავრობამ 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი – „სამეფო ბაღები“ განიხილა

“პროექტის–„სამეფო ბაღები“ შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რამაც ზარალი მიაყენა ინვესტორს.  ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება საჯარო კონკურსი არქიტექტურულ პროექტებზე. სპეციალური საბჭო შეარჩევს 3 პროექტს, რომელთაგან საუკეთესოს წლის ბოლოს თავად ინვესტორი აირჩევს. პროექტის განმახორციელებელია შპს „აპოლო გ“, რომელიც „კემპინსკის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ აპირებს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას,”- წერია განცხადებაში, რომელიც მთავრობამ გაავრცელა.  


  

მასალების გადაბეჭდვის წესი