ახალი ამბები

სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა ბრალი აღიარა

11 აპრილი, 2019 • 1076
სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა ბრალი აღიარა

სლოვაკი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა, მიროსლავ მარცეკმა აღიარა, რომ კუჩიაკს ესროლა, — იუწყება რადიო „თავისუფლება“.

კუჩიაკი, რომელიც გამომოძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება OCCRP-ისთან იყო აფილირებული, 2018 წლის თებერვალში მოკლეს საცოლესთან, მარტინა კუსნიროვასთან ერთად. ორივენი 27 წლისანი იყვნენ.

კუჩიაკი იმ დროს OCCRP-სთან ერთად მუშაობდა იტალიური დანაშაულებრივი ჯგუფის, “ნდრანგენტას” საქმეზე. კუჩიაკის ნაშრომი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

კუჩიაკის მკვლელობამ სლოვაკეთში პოლიტიკურ კრიზისს დაუდო სათავე, რაც საბოლოოდ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გადადგომით დასრულდა, მათ შორის პრემიერ- მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიციის უფროსის.

კუჩიაკისა და კუსნიროვას მკველობის ბრალდებით 2018 წლის სექტემბერში რვა ადამიანი დააკავეს, თუმცა ხუთ მათგანს წაუყენეს ბრალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი