ახალი ამბები

იზმირში ISIS-თან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს – თურქული მედია

11 აპრილი, 2019 • 1601
იზმირში ISIS-თან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს – თურქული მედია

შენიშვნა: 10 პირი არა ISIS-ის წევრობის, არამედ მასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს, რაც შესწორდა.

თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით 10 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მთავარი პროკურატურის თანახმად, ოპერაცია იზმირის ცენტრში, თორბალისა და ბერგამას უბნებში, 10 აპრილს ჩატარდა. მედიის ცნობით, დაკავებულ 10 პირს შორის 9 სირიის, 1 კი საქართველოს მოქალაქეა.

ანტიტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაკავებულების სახლების ჩხრეკისას 1 პისტოლეტი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა და დოკუმენტები ამოიღეს.

დაკავებულები ანტიტერორისტულ სამმართველოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი