ნეტგაზეთი | ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ — საგამოძიებო სამსახური ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ — საგამოძიებო სამსახური – Netgazeti
RU | GE  

ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ — საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ ამხილეს ორი ადამიანი, რომლებიც ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები სხვადასხვა რეგიონში იაფად ყიდულობდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, მიჰქონდათ თბილისში, კუსტარული წესით მოწყობილ სასაკლაოზე (ე.წ „ბოინში“), იქ ხორცს რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე არბილებდნენ, შემდეგ კი ბაზრობებსა და სხვადასხვა კვების ობიექტზე საქონლის ხორცად ასაღებდნენ.

გამოძიების ცნობითვე, ბაზრობასა და რამდენიმე ობიექტზე ამოიღეს დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცხენის და ვირის დნმ-ს შეიცავს. სასაკლაოზე იპოვეს ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com