ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე კალაშნიკოვის ძეგლი დადგეს

8 ოქტომბერი, 2014 • • 1158
სომხეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე კალაშნიკოვის ძეგლი დადგეს

როგორც რია-ნოვოსტი წერს, პროექტი რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის, ანდრეი რუზინსკის ინიციატივითაა რეალიზებული. 

 

“სომხეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის რუსულ ბაზაზე სამხედრო ქალაქის, “დიდი ციხესიმაგრე”, ტერიტორიაზე იარაღის ლეგენდარულ კონსტრუქტორის ძეგლი დაიდგა. მუზეუმისა და მიხელ კალაშნიკოვის ძეგლის გახსნა 8 ნოემბერს დაიგეგმა,”- წერს რია ნოვოსტი სამხედრო ოლქის განცხადებაზე დაყრდნობით. 


მიმდინარე წლის დასაწყისიდან სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრში განთავსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზისა და ერევნის გარნიზონის ქვედანაყოფების ახალი შეიარაღება 40%-მდე გაიზარდა.


რუსული სამხედრო ბაზა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში 1995 წლიდან არსებობს და მხარეების მიერ რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელად განიხილება. სამხედრო ბაზის ფუნქციონირების ვადები პირველი ხელშეკრულებით 25 წლით განისაზღვრა, თუმცა 2010 წელს სომხეთში რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ შეთანხმება კიდევ 49 წლის განმავლობაში, ანუ 2044 წლამდე იქნება ძალაში.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი