ნეტგაზეთი | აზერბაიჯანი და ირანი მედიის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ აზერბაიჯანი და ირანი მედიის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანი და ირანი მედიის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

აზერბაიჯანი და ირანი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ერთობლივი კომიტეტის შექმნის შესახებ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ გამოცემა trend-ს აზერბაიჯანში ირანის საელჩოში განუცხადეს. 

დიპლომატიურ კორპუსში განაცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში ირანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. ირანის დელეგაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ეზატოლ ზარგამი უხელმძღვანელებს.  

 

საკონსულოში გამოცემას გამონუცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ირანი და აზერბაიჯანი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, გამოცდილებას გაცვლიან და მედიის სფეროში ორგანიზაციების ერთობლივ ტრენინგებს დაგეგმავენ, ფილმებისა და ტელესერიალების ერთობლივ წარმოებაზე და სხვა ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ. 

 

ბოლო დროს ირანსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვის საკითხიც აქტუალური გახდა. აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ ირანთან ურთიერთობების გაღრმავება აზერბაიჯანისთვის მთიანი-ყარაბაღის საკითხშიც შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს, ვინაიდან ირანი მზადყოფნას გამოთქვამდა აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირებაში. 


ირანმა აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2010 წელს გააუქმა. აზერბაიჯანი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვისაც გავრცელდეს.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი