ახალი ამბები

პირს, რომელიც პარიზის ტერაქტის მსხვერპლობას იბრალებდა, ცრუ ჩვენებისთვის 1 წელი მიუსაჯეს

10 აპრილი, 2019 • 733
პირს, რომელიც პარიზის ტერაქტის მსხვერპლობას იბრალებდა, ცრუ ჩვენებისთვის 1 წელი მიუსაჯეს

პირს, რომელიც აცხადებდა, რომ 2015 წლის პარიზის თავდასხმისას დაზარალდა და კომპენსაციის მიღება სცადა, სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იან აბდელჰამიდ მოჰამადი იმ რესტორნის მენეჯერია, რომლის ახლოსაც თავდამსხმელმა ხუთი ადამიანი მოკლა.

მანამდე სასამართლომ დაადგინა, რომ იან აბდელჰამიდ მოჰამადიმ თავდასხმის ამსახველი ვიდეო Daily Mail-ს 50 000 ევროდ მიყიდა, რისთვისაც მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

იან აბდელჰამიდ მოჰამადი ირწმუნებოდა, რომ 2015 წელს, თავდასხმის დროს, რესტორნის სხვენში იმყოფებოდა. საქმის პროკურორების თქმით კი, ის 2015 წლის 13 ნოემბრის თავდასსხმის სიახლოვეს საერთოდ არ ყოფილ და კომპენსაციის მიღების მიზნით იცრუა.

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ თავდასხმას 130 ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა. ტერაქტი პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, სტადიონის, რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარეკანი ფოტო: AFP

 

მასალების გადაბეჭდვის წესი